ჩვენი ორცხობილების რეცეპტურა სპეციალურადაა დამუშავებული გერმანელი ტექნოლოგიების მიერ და სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა კვებისათვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას.ჩვენი წარმოება ფლობს საქართველოში პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ ლიცენზიას ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი ორცხობილების წარმოებაზე.
დღეისათვის საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ორცხობილების უმეტესობა დამზადებულია პალმის ცხიმისა და სხვა მცენარეული ცხიმების ბაზაზე მიღებული მარგარინით. შესაბამისად აუცილებლად შეიცავს ინდუსტრიულ ტრანს იზომერებს
(ცხიმებს). რისი შენიღბვაც ხდება შემადგენლობაში “მცენარეულ ცხიმად” მოხსენიებით. ცხიმი ძალიან მნიშვნელოვანი საკვები დანამატია ბავშვთა კვებაში, მის გარეშე პატარების ორგანიზმს უჭირს აითვისოს სასარგებლო საკვები ელემენტები. თუმცა ამაზე ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ როგორ ცხიმს ავარჩევთ ბავშვის კვებისთვის.
თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული საბავშვო ორცხობილები – ,,ლიბე’’ და ,,ლიბე ჯუნიორი’’ არ შეიცავენ ტრანს იზომერულ ცხიმებს, რადგან მათ ვამზადებთ ნატურალური კარაქისა და სიმინდის ზეთის გამოყენებით.ლიბე არ შეიცავს ისეთ მავნე ინგრედიენტს, როგორიცაა: პალმის ზეთი, ტრანს ცხიმები, კონსერვანტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები/პროდუქტი.