

ორცხობილა ,,ლიბე’’ და ,,ლიბე ჯუნიორი“ ადვილად იხსნება წყალში ან რძეში, მარტივია მისგან საწოვარათი მისართმევი საკვების ან ფაფების დამზადება. თუმცა ჩვეულებრივადაც გემრიელად მიირთმევა. ლიბე ჩვილებისთვის მზადდება ფინური და ფრანგული ნაღების კარაქით. ლიბე ჯუნიორის დასამზადებლად კი ნატურალურ სიმინდის ზეთს ვიყენებთ.

კომპანია ბისკვიტმაისტერი 2017 წელს, გერმანელ პარტნიორებთან ერთად შეიქმნა. მათთან ერთად შევძელით შეგვემუშავებინა ის მაღალი საწარმოო სტანდარტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტის წარმოებისას, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ბავშვთა კვებას ეხება.

ჩვენი ორცხობილების რეცეპტურა სპეციალურადაა დამუშავებული გერმანელი ტექნოლოგიების მიერ და სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა კვებისათვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას.ჩვენი წარმოება ფლობს საქართველოში პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ ლიცენზიას ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი ორცხობილების წარმოებაზე.